Sunday 14 September 2014

ტრენინგის შეჯამება

            ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო,რაშიც დიდი  ღვაწლი მიუძღვის ტრენერს,  ქეთევან ცერაძეს.შევისწავლე ის კომპიუტერული უნარ-ჩვევები,რომლებიც დამეხმარება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად წარვმართო ჩემი მუშაობა.შევიძინე 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის საჭირო ცოდნა.შევქმენი ჩემი პორტფოლიო,ბლოგი.ვისწავლე, როგორ გავაკეთო სრულყოფილი პორტფოლიო.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ტრენერს,ქეთევან ცერაძეს,გულმოდგინე, ყურადღებიანი მუშაობისათვის,თითოეულ ჩვენგანთან  ინდივიდუალური მუშაობისთვის.                

მე-9 დღე

ვისწავლე  link list-ის  განრიგის  გაჯეტში გადატანა.ვიმუშავეთ ბლოგში გვერდების ჩასმაზე.ფოსტაში შემოსული წერილი გადავიტანეთ საცავში.ვისწავლე გვერდების დამატება,დამალვა და წაშლა.გაჯეტში ჩავსვი ბანერები,რაც საშუალებას მომცემს ,პირდაპირ გადავიდე საიტზე.გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია.მოვისმინეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

Saturday 13 September 2014

მე-8 დღე

მოსწავლეების პროექტზე მუშაობის დროს  დიდი მნიშვნელობა .აქვს ფასილიტაციას.ამ დღეს მე ვისწავლე,როგორ უნდა დავეხმარო მათ.გადავხედე პორტფელიოს.დავასათაურე საქარალდეები,რაც საშუალებას მომცემცს ,ადვილად ვიპოვო საჭირო მასალა.ბლოგზე ავტვირთეთ გაჯეტი.იგი დაგვეხმარეგბა პორტფელიოშიგეგმებისა და პროექტების ატვირთვაში.

Friday 12 September 2014

მე-7 დღე

  ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით.შემდეგ  ვისწავლეტ ,თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ პროექტის გეგმის შედგენისას ყველა მოსწავლის ინტელექტუალური უნარი და დავალებებიც შესაბამისად მივცეთ.გავეცანით  გარდნერის თეორიას და მის მიხედვით შექმნილ თეორიულ მასალას.ვისწავლე  HTML გაჯეტი.მაგალითისთვის ბლოგში ჩავსვი  საათი.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.შევავსეთ გეგმა ეტაპების მიხედვით.

Sunday 7 September 2014

მე-6 დღე

    გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.ვისწავლე, თუ როგორ უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა პრეზენტაცია.ნიმუშად გავაკეთეთ   ჩვენი სამუშაო პროექტის  პრეზენტაცია. ვისწავლე ,როგორ  გავაფორმო პრეზენტაცია,რომ ვიზუალურად  მიმზიდველად ,ლამაზად გამოიყურებოდეს.გამოვიყენე ანიმაცია,დიაგრამები.გავეცანი მოსწავლეთა შეფასების რუბრიკებს,სხვა პედაგოგთა გამოცდილებას.

Saturday 6 September 2014

მე-5 დღე

        ტრენინგი დავიწყეთ  გამეორებით.ტრენერთან ერთად გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.   შემდეგ მან გაგვაცნო , თუ რატომ არის აუცილებელი   საავტორო უფლებების დაცვა და გამოყენებული ლიტერატურის მითითება.გავეცანით ერთმანეთის ბლოგებს და დავტოვეთ კომენტარები.ბლოგში გავაკეთეთ გაჯეტები,ვისწავლე გაჯეტების მდებარეობის შეცვლა, შევქმენი მოსწავლის ბლოგი.      

Friday 5 September 2014

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგი დავიწყეთ  წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით.გაგავაგრძელეთ პროექტის დარჩენილი საკითხების  გაცნობა- შევსება.გავეცანით პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,დროში გაწერილ შეფასების გეგმას.Power Point-ში გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.ჩვენი გემოვნების მიხედვით შევარჩიეთ დიზაინი.ვისწავლეთ ბლოგში  სურათების ჩასმა.