Sunday, 31 August 2014

ტრენინგის მე-3 დღე

   გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.შემდეგ დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.თემას  შევუსაბამე ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტები.პროექტის დაგეგმვის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია მიზნის სწორად განსაზღვრა,რადგან იგი განაპირობებს სასურველ შედეგს.პროექტზე მუშაობისას მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მიმართულების მიმცემი  კითხვები.გავიგე, რომ ისინი 3 სახისაა.გავეცანი თეორიულ მასალას.ვიმუშავეთ ბლოგების სათაურისა და დიზაინის შეცვლაზე.

Saturday, 30 August 2014

ტრენინგის მე-2 დღე

  მეცადინეობის დასწყებისას გავეცანით ერთმანეთის საშინაო დავალებებს.ახალი ცოდნის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით  გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.ტრენერმა  შეგვახსენა word-ის ინსტრუმენტები,რომელიც დამეხმარა  ბუკლეტის დამზადებაში.პროექტის  მსმენელთა დაინტერესებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბუკლეტს .ტრენერმა აგვიხსნა,ტექნიკურად როგორ შეიძლება გავაკეთოთ ბუკლეტი.დანარჩენი ჩვენს შემოქმედებით ფანტაზიაზეა დამოკიდებული.ვისწავლე საქაალდის დაარქივება და გაგზავნა,ამით ჩვენი ინფორმაცია ინაძება და დაცული იქნება.

Friday, 29 August 2014

ტრენინგის 1-ლი დღე

  გავეცანით ერთმანეთს, ტრენერს,  ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს,მის გზამკვლევს. ტრენერი მიქეთევან ცერაძე  დინჯად, გასაგებად  გვესაუბრა ინტელის დანიშნულებაზე.შევქმენით საქაღალდე პორტფოლიოსთვის,კურსის რესურსებს გავეცანი და შევინახე საქაღალდეში.ასავე გავეცანი საკითხებს , რომლებიც დამეხმარება, სრულყოფილი პროექტის შექმნასა და  ელექტრონულ ფორმატში გადატანაში.გავეცანი სხვა პედაგოგების პროექტებს.შევქმენი საკუთარი ბლოგი.ყველაფერი ეს ძალიან დამეხმარება,რომ ჩემი პედაგოგიური საქმიანობა თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით წარვმართო და ჩემი მცირე წვლილი შევიტანო 21-ე საუკუნის ახალგაზრდების აღზრდაში.